დაჯავშნე შენთვის სასურველი დრო ლემანს პადელ ქლაბში და აღმოაჩინე პადელის თამაშის ახალი შესაძლებლობა!
ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ გარემოს, რომელიც შექმნილია თქვენი მაქსიმალური კომფორტისთვის და სიამოვნებისთვის. ისარგებლეთ ჩვენი უახლესი ინფრასტრუქტურით და მიენდეთ ჩვენს ერთგულ გუნდს, რათა თქვენი სპორტული გამოცდილება იყოს საუკეთესო!
Lemans Padel Club- ადგილი, სადაც სპორტის სიყვარული სრულყოფილ გამოცდილებად იქცევა!
ჩვენი მისიაა დაგანახოთ, რომ პადელი არ არის მხოლოდ თამაში – ეს არის ემოცია, ენერგია და ცხოვრების სტილი. Lemans Padel Club გაძლევთ შესაძლებლობას ითამაშოთ უმაღლესი ხარისხის კორტებზე, შეიგრძნოთ თამაშის დინამიკა და გახდეთ საზოგადოების ნაწილი, რომელიც სპორტის სიყვარულით ერთიანდება.
შემოგვიერთდი და დააგროვე არნახული მოგონებები ჩვენთან ერთად!
ჩვენი კლუბი მდეობარეობს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და ეკოლოგიურად სუფთა ზონაში- ლისის ტბის მიმდებარედ, Tbilisi Open Air-ის ტერიტორიის გვერდით. ეს უნიკალური ადგილმდებარეობა უზრუნველყოფს ქალაქის ხმაურისა და ქაოსისგან მოშორებას, რაც საშუალებას გაძლევთ სრულად განიტვირთოთ და ისიამოვნოთ სპორტული აქტიოვობებით ტყის პირას.
ლემანსი- საინტერესო თავგადასავლების დანიშნულების ადგილი. ჩვენი პროფესიონალური გუნდი უზრუნველყოფს უმაღლესი კლასის მომსახურეობას, რაც თამაშს კომფორტულს, შეუფერხებელს და დაუვიწყარს ხდის. აქ, გელოდებათ გამოცდილება, სადაც სისხარტე, სტრატეგია და კომფორტი იდეალურ თანხვედრაშია.
ლემანსი გთავაზობთ ტურნირებს და ექსკლუზიურ კლუბურ ღონისძიებებს, სადაც მოგეცემათ შანსი, გამოსცადოთ საკუთარი თავი სპორტულ, კონკურენტულ გარემოში. შემოგვიერთდით და გახდით დიდი სპორტული ოჯახის ნაწილი, სადაც მეგობრებთან ერთად უამრავ ახალ და საინტერესო გამოწვევას მიიღებთ.
ჩვენი სივრცე მოიცავს 4 სრულად აღჭურვილ პადელის კორტს, რომელიც შექმნილია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. კორტების ოპტიმალური განლაგება, სწორად შერჩეული განათება და ჰარმონიული გარემო პირობაა იმისა, რომ თქვენი სათამაშო გამოცდილება იქნება სრულყოფილი.
თამაში იწყება მაშინ, როცა თქვენ მზად ხართ!
კორტების დაჯავშნა მარტივია და მორგებულია თქვენი ცხოვრების რიტმს. საათობრივი დაქირავების სერვისი გაძლევთ თავისუფლებას ითამაშოთ ზუსტად მაშინ, როცა გსურთ- დილას, შუადღეს ან საღამოს.
ჩვენს ლოკაციაზე შეგიძლიათ იქირავოთ ყველა საჭირო ინვენტარი – ჩოგნები, ბურთები და სხვა. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მათი შეძენაც.